საზოგადოება
გურჯაანში ვირუსების რიცხვმა მოიმატა
აციებასთან ერთად ვირუსების რიცხვიც გაიზარდა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ამბულატორიებში პაციენტების მიმართვიანობამ გასულ კვირასთან შედარებით მოიმატა.


ექიმი-ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რესპირატორული ვირუსის 52 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამ პაციენტს გართულება ჰქონდა, რის გამოც მკურნალობა სტაციონარში ჩაუტარდა.

„გასულ კვირას ზემო სასუნთქი გზების 52 შემთხვევა დაფიქსირდა, იყო ასევე გრიპის 4 შემთხვევა. გართულებული რესპირატორული ინფექციით, სამმა პაციენტმა სტაციონარში განაგრძეს მკურნალობა. გურჯაანში ჯერჯერობით არ ხდება იდენტიფიცირება ეს გამოიწვია გრიპმა თუ რომელიმე ადენო ან რინო ვირუსმა. მიუხედავად ამისა მაინც შემიძლია ვთქვა, რომ მიმართვიანობა ამ კვირაში გაიზარდა და ამის შემდეგ უფრო მეტად გაზრდას ველოდებით.“

მედიკოსები ვირუსების მატებას დეკემბრიდან ვარაუდობენ. ისინი მოსახლეობას ურჩევენ ხშირად დაიბანონ ხელები, გაანივონ საცხოვრებელი სახლი და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.



| Print |
FaceBook Twitter Google