საზოგადოება
დღეიდან დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და მიწოდება.


მათ შორის თამბაქოს ნედლეული, ჩიბუხის თამბაქო, შესახვევი თამბაქო და ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქო.
უწყების ინფორმაციით, ნაწარმის რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში.
„აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები“, - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე, ასევე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.
„დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მ.შ. ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე-2000 ლარის, ხოლო განმეორებისას-4000 ლარის ოდენობით. აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თამბაქო /