საზოგადოება
"მეცენატმა" ტრენინგების კურსი დაასრულა [Video/Photo]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
N12 გურჯაანის საოქლო საარჩევნო კომისიაში ტრენინგების ციკლი დასრულდა, რომელსაც ჟურნალისტთა ასოციაცია-საზოგადოებრივი კავშირი „მეცენატი“ ახორციელებდა.

პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას.

ოთხდღიანი ტრენინგები სამ ჯგუფად ჩატარდა და ჯამში 60 ადამიანი გადამზადდა. სემინარებს უძღვებოდა კვალიფიციური ტრენერი: ნანა იოსელიანი, სწავლების ცენტრის კონტრუბუციის ფარგლებში კი პროექტში ჩართული იყვნენ N12 ოლქის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი და მდივანი მადონა ჯავახიშვილი.

როგორც ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ დირექტორი და პროექტის ხელმძღვანელი, მაია ყალაბეგაშვილი ამბობს, სემინარებში მონაწილეობას იღებდნენ მოქალაქეები გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.

„მორიგი პროექტი, განსხვავებული იყო წინა პროექტებისგან თავისი ფორმატით, რადგან მხოლოდ ერთ -გურჯაანის საარჩევნო ოლქზე იყო ორიენტირებული.
შესაბამისად, ბენეფიციარებიც წარმოდგენილები იყვნენ ამ მუნიციპალიტეტიდან. სულ სამი ჯგუფი დატრენინგდა. ძირითადი მიმართულება იყო ელექტორატის ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო კულტურის გაზრდა. ტრენინგები მიმდინარეობდა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. ტრენერის რანგში ჩართულები იყვნენ საოლქო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ტრენინგმა შესანიშნავად ჩაიარა. მონაწილეების ემოციებიდან გამომდინარე, ასევე წინასწარი კვლევის საფუძველზე ჩანს, რომ ისინი კმაყოფილები არიან ტრენინგის მოდულებით.“

ტრენერის მადონა ჯავახიშვილის თქმით, მსგავსი სახის ტრენინგები ხელს უწყობს ამომრჩევლის ცოდნის გაღრმავებას.

„მისასალმებელია მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარება მოსახლებაში, რადგან ეს გაზრდის ამომრჩევლებში ცოდნის დონეს. ტრენინგი ემსახურებოდა არამარტო თეორიული მასალის მიღებას, არამედ გაჯერებული იყო პრაქტიკული სამუშაოებითაც. ვფიქრობ, მნიშვნელოვნად გაიზარდა დამსწრე საზოგადოების სამოქალაქო განათლება. სემინარები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების არსი, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები და საკომუნიკაციო არხები. მონაწილეებმა, რა თქმა უნდა, უამრავი ინფორმაცია მიიღეს. თუ შემდეგში ისინი იქნებიან ჩართულები საარჩევნო პროცესში, როგორც კომისიის წევრები, როგორც დამკვირვებლები ან თუნდაც უბრალო ამომრჩეველი, უკვე იციან როგორ უნდა მოახდინონ თავიანთი უფლების რეალიზება.“

ტრენინგის მონაწილის, გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, სემინარზე ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც მანამდე მათთვის უცნობი იყო.

„სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბებას ძალიან ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის საარჩევნო გარემო და უფლებები. აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო ის ტრენინგი, რომელიც ჩატარდა საარჩევნო კულტურასთან დაკავშირებით. ეს მნიშნელოვანი იყო არამარტო ჩემთვის, არამედ დანარჩენი მონაწილეებისთვისაც. ძალიან ბევრი კანონი გავლილი მქონდა, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლებიც ამ დრომდე არ ვიცოდი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო როგორც ნანა იოსელიანის, ასევე მადონა ჯავახიშვილის სემინარი. ყველას მოვუწოდებ დაესწრონ ასეთ ტრენინგებს და გაეცნონ საარჩევნო გარემოს.“

ტრენინგებით კმაყოფილია ნათია ხარაშვილიც, რომელიც მიიჩნევს, რომ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

„ყოველი დღე ძალიან ინფორმაციული იყო. წინა წლებში მიმიღია მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ეს ტრენინგები საკმაოდ საინტერესო იყო ყველა კუთხით. თუ არჩევნებში ჩავერთვები, როგორც კომისიის წევრი, უკვე იმდენი გამოცდილება მივიღე პრაქტიკული სავარჯიშოებიდან, რომ შემდგომში საკმაოდ გამიადვილდება მუშაობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერებს და ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატს“, რომ მსგავსი პროექტების ორგანიზებას აკეთებს და ხელს უწყობს მოქალაქეების ინფორმირებას.“

შეგახსენებთ, რომ პროექტი „სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების გზით“ ხორციელდებოდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.


იხილეთ ამავე თემაზე:

კარგი გზამკვლევი ამომრჩევლისთვის - როგორ აფასებენ ტრენინგის მიმდინარეობას მონაწილეები [Video-Photo]
აქტიური მოქალაქის როლი საზოგადოებაში - მეცენატმა პირველი ჯგუფის ტრენინგი დაასრულა [Video/Photos]
იმიტირებული არჩევნებიდან რეალურ არჩევნებამდე - მეცენატმა ტრენინგების კურსი დაასრულა [Video]
"მეცენატმა“ ტრენინგების პირველი ეტაპი დაასრულა [Photo-Video]
"მეცენატმა"" პოლიტიკური პარტიებისთვის ტრენინგების ციკლი დაასრულა [Photo-Video]
რა საკითხებზე უტარდებათ ტრენინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს [Video-Photo]
კვალიფიციური კადრი - დემოკრატიული არჩევნების გარანტი [Photo-Video]
ტრენინგი, რომელიც საარჩევნო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად [Photo-Video]



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა
მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ.
13:28 / 06.06.2020
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც
speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა
აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც
უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
დღეიდან გურჯაანის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა. როგორც speqtri.ge-სთან საუბარში ბაზრის დირექტორმა, ლამარა აკოფაშვილმა აღნიშნა, მათ უკვე შეიძინეს ყველა საჭირო აღჭურვილობა, რაც უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არის აუცილებელი.
13:19 / 06.06.2020
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ
მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ
თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
ფშაველი- აბანო- ომალოს საავტომობილო გზა გაიხსნა და თუშეთში მიმავალ მგზავრებს გადაადგილება უკვე ავტომობილით შეუძლიათ. ამის შესახებ თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ განაცხადა.
11:17 / 06.06.2020
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან
საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა
მოგვიანებით გაიხსნება.
კურორტი „ახტალა“ დამსვენებლების მისაღებად ემზადება. როგორც ჩვენთან საუბარში დირექტორმა, გოგა უტიაშვილმა აღნიშნა, წელს სეზონი ცოტა მოგვიანებით გაიხსნება.
17:31 / 05.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე
საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
14:02 / 05.06.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.