საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყების ინფორმაციით, 27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ნოემბერს +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 ნოემბერს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google