საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ხდება, ის თამარ ხულორდავას ჩაანაცვლებს.

საგარეო კომიტეტს გადაიბარებს ირაკლი ბერაია, განათლების კომიტეტს გენადი მარგველაშვილი, საპროცედურო კომიტეტს გურამ მაჭარაშვილი, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნინო წილოსანი იქნება. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელად რომან კაკულია რჩება.

პარლამენტის თავმჯდომარეს 7 მოადგილე ეყოლება. არსებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი ხდება მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც იქნება, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ინაცვლებენ გიორგი კახიანი და კახა კუჭავა (საგარეო მიმართულებით), გია ვოლსკი კი, რომელსაც ამ დრომდე ვიცე-სპიკერის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტები ეკავა, პირველი ვიცე-სპიკერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა

| Print |
FaceBook Twitter Google