საზოგადოება
გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტი 295 ათასით გაიზარდა
დღეს გურჯაანის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.


მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, ბიუჯეტი 295 ათასი ლარით გაიზარდა.
„გაიზარდა შემოსავლების ნაწილი და ამის მიხედვით გაიზარდა ხარჯვითი ნაწილი. ხარჯვითი ნაწილი ძირითადად გადანაწილდა ბაღების, მუნიციპალური სერვისის, კულტურის ცენტრისა და გურგენიძეების ანსამბლის სუბსიდიის მუხლის ზრდისათვის. ბაღების სუბსიდია გაიზარდა 170 ათასით, მუნიციპალური სერვისის - 115 ათასით, გურგენიძეების - 10 ათასით და კულტურის ცენტრის სახელფასო ცენტრის დაფინანსება - 9 ათასით. ეს არის ძირითადი ცვლილებები.“

ცვლილებებს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.




| Print |
FaceBook Twitter Google