საზოგადოება
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

პროკურორის, ნატო ტორიაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე სექსუალური შევიწროვების მცნება და მისი დასჯის მექანიზმი განიხილეს.
„შევხვდით მოსახლეობას, მათ შორის, საჯარო სამსახურის წარმომადგენლებს. მიზანი იყო სქესობრივი დანაშაულისა და ზოგადად სექსუალური შევიწროვების მცნებასთან და მისი დასჯადობის მექანიზმებთან დაკავშირებით მოსახლობის ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი დანაშაულები, როგორიც არის იძულება, ოჯახური დანაშაული, ნაადრევი ქორწინება და ა.შ. შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი წამოვიდა. დასმული იყო კითხვები, თუ როგორ უნდა გამოვლინდეს მსგავსი შემთხვევები და რა სასჯელია გათვალისწინებული. ასეთი შეხვედრები ყოველ წელიწადს ტარდება და ზოგადად პროკურატურა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით.“

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები ლაგოდეხსა და ყვარელშიც ჩატარდება.




| Print |
FaceBook Twitter Google