საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია სრულდება.



ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მასვე შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მას ასული-მარიამი ეყოლებოდა, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა.სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა ის აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვაანეს.

ეკლესიაში წმინდა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია ( იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება, რომელმაც ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმინდათა წმინდაში შეიყვანა, ტაძრის იმ ადგილზე, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, წელიწადში ერთხელ.
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ერთ- ერთია ეკლესიის მიერ დადგენილ 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

 

| Print |
FaceBook Twitter Google