საზოგადოება
გურჯაანის ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს მიიღებენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ახალი წლისთვის სასაჩუქრე პაკეტს მიიღებენ.


როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ტენდერი უკვე დასრულებულია.
„როგორც გასულ წლებში, ახლაც გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ გამოაცხადა ტენდერი ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შესაძენად. ტრადიციულად დამზადდება საახალწლო პაკეტი, რომელშიც ცხრა სახეობის ტკბილეული იქნება. ტენდერი დასრულებულია. სასაჩუქრე პაკეტებს 20 დეკემბრისთვის შემოიტანენ. ამის შემდეგ ყველა ბაღში ჩატარდება საახალწლო ზეიმი, სადაც თოვლის პაპა ყველას გადასცემს საჩუქარს. თითო პაკეტი ღირებულება 5 ლარამდე ჯდება.“

მისივე თქმით, სულ 2200 სასაჩუქრე პაკეტი იქნება, რომელზეც 10 500 ლარი დაიხარჯება.






| Print |
FaceBook Twitter Google