საზოგადოება
„ნუ მოჭრი-მორთე“- გარემოსდაცვის სამინისტრომ კამპანია დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წინასაახალწლოდ იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი-მორთე“. კამპანიის მიზანია, წიწვოვნების ჭრის პრევენცია, საპრევენციო ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება.

უწყების ინფორმაციით, კამპანია „ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კამპანია /