საზოგადოება
ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვა მუნიციპალიტეტს მოემსახურება
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. თავშესაფარი ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ყოფილი აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.


მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება. გარდა ამისა, თავშესაფარში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობითაც მოხდება გამოძახება ცხოველის გადასაყვანად

რეგიონული ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.



| Print |
FaceBook Twitter Google