საზოგადოება
გურჯაანში ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა
დღეს გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გაიხსნა, სადაც მეღვინეობით დაინტერესებულ მკითხველს შესაბამისი ლიტერატურის მოძიება და წაკითხვა შეეძლება.


საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის, სალომე ბოგვერაძის განმარტებით, ამ კუთხით ბიბლიოთეკაში თანამედროვე ლიტერატურაა წარმოდგენილი. ახალ სივრცეში მკითხველს ასევე დახვდება მუნიციპალიტეტის ღვინის კომპანიების და მცირე ტიპის საოჯახო მარნების მიერ წარმოებული ღვინო.
„გურჯაანი მეღვინეობის ქალაქია და ამიტომ ვეცადეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ საქმეში. ბიბლიოთეკა მომხმარებელს სთავაზობს როგორც ლიტერატურას ამ დარგის შესახებ, ასევე ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ექნება იხილოს ინფორმაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მარნების თაობაზე. “


ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ბესო ბაჯელიძის თქმით, მსგავსი კულტურული ცენტრის არსებობა ყველგან მნიშვნელოვანია.
„ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბავი და ვულოცავ ყველას. დღეს უკვე ბევრი რამე შეიცვალა: ნიადაგი, კლიმატი, იცვლება მოთხოვნა ბაზარზე. იმისათვის, რომ ადგილობრივმა ფერმერმა დააკმაყოფილოს ყველა ეს გამოწვევა და იყოს კონკურენტუნარიანი, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ განათლება. ეს არის ის კერა, სადაც სტუდენტებს, ფერმერებს, გლეხებს შეეძელებათ განათლების მიღება. ეს არ იქნება სტანდარყული სამკითხველო დარბაზი. აქ გაიმართება, პირიქით დეგუსტაცია, სხვადასხვა ტიპის შეხვედრები და ა.შ.“

ღვინის ბიბლიოთეკის გახსნას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


| Print |
FaceBook Twitter Google