საზოგადოება
როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის
უნივერსიტეტის ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოზე, ტროტუართან ახალი საფლავი 2018 წელს გაჩნდა. ამ ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის სიმამრია დაკრძალული.

სასაფლაოს მოწყობისა და ამ პროცესში თბილისის მერის მაშინდელი მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის მონაწილეობაზე ინფორმაცია სტუდია მონიტორს წყარომ ჯერ კიდევ გასულ წელს მიაწოდა. მაშინ ჩვენ შეკითხვები დავუსვით როგორც ჰერმესის ხელმძღვანელობას, ისე ნიკოლეიშვილის პრესსამსახურს. ნიკოლეიშვილი უკვე შსს დაცვის პოლიციის უფროსის პოსტზე მუშაობდა. ორივე მხარემ ეს ინფორმაცია მაშინ კატეგორიულად უარყო.

ტროტუართან საფლავის მოწყობის ისტორია 2017 წელს დაიწყო. მაშინ ნიკოლეიშვილი თბილისის მერის მოადგილედ მუშაობდა. სწორედ თბილისის მერიას სთხოვა სასაფლაოების გერთიანება შპს “ჰერმესმა” ამ ტერიტორიის საკუთარ საზღვრებში შეტანა, რაც დაკმაყოფილდა და ამ ადგილას ახალი საფლავი ჩაესხა.

საფლავი, რომელიც ახლა სუს-ის მაღალჩინოსნის ნათესავს ეკუთვნის 2017 წლის აპრილში საერთოდ არ არსებობდა, რასაც ქონების მართვის სააგენტოდან გამოთხოვილი საკადასტრო გეგმის დოკუმენტებიც ასაბუთებს. სააგენტოდან მოპოვებულ ნახაზში კარგად ჩანს, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის აპრილში ეს ტერიტორია არც ჰერმესს ეკუთვნოდა და აქ არც საფლავი არსებობდა.

ვრცლად იხილეთ ბმულზე
| Print |
FaceBook Twitter Google