საზოგადოება
ვინ არის გურჯაანის ახალი ვიცე-მერი და რა გეგმები აქვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, თანამშრომლებს ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი წარუდგინა. არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, თეიმურაზ ზავრაშვილი დიდი გამოცდილების მქონე კადრია.


„ბატონი თემურ ზავრაშვილი დაინიშნა მერის პირველ მოადგილედ, სიმონ ქოჩორაშვილმა დაიკავა მოადგილის პოზიცია. ამის შემდეგ ყველა ერთ გუნდად ვიმუშავებთ და უფრო ოპერატიულები ვიქნებით. ცვლილებაა ის, რომ თუ აქამდე ადმინისტრაციული სამსახური, მანამდე ჩემს დაქვემდებარებაში იყო, ახლა ეს მოვალეობა ვიცე მერს დაეკისრება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ბატონი თეიმურაზი დიდი გამოცდილების ადამიანია.“

როგორც ჩვენთან საუბარში თეიმურაზ ზავრაშვილმა აღნიშნა, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქრობს რაიონისთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
„სათქმელი ჯერ ბევრი არაფერი მაქვს, ბოლომდე არ გავცნობივარ მერიაში არსებულ სიტუაციას. ალბათ, რამდენიმე დღეში გახდენა ცნობილი რა არის გასაკეთებელი, წინასწარ დაპირებები და საუბარი ცოტა რთულია. ცხოვრების განმავლობაში ბევრ პოზიციაზე მიმუშავია. ყველაზე დიდი მისია, რომელიც დამეკისრა არის ჩემი ახალი თანამდებობა, ვინაიდან ვემსახურები ჩემს რაიონს. ერთადერთი, რაც ამ წუთისთვის შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ბოლომდე გავიხარჯები ხალხის საკეთილდღეოდ. არა მარტო ჩვენთან, მსოფლიოში დიდი პრობლემაა კვალიფიციური კადრი, ვთვლი იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს მართვის კუთხით, რომ ჩემს რაიონს ბევრ რამეში წავადგები. ვიცი, ბევრი უძილო ღამეც მომიწევს, მაგრამ ეს არი ჩემი ცხოვრება, ასე ვიცხოვრე და ასე გავაგრძელებ.“

ვიცე-მერის, დაქვემდებარებაში იქნება ადმინისტრაციული, იურიდიული, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ზედამხედველობის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურები.

თეიმურაზ ზავრაშვილი დაიბადა გურჯაანში 1959 წელს. წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა, როგორც სამოქალაქო, ასევე საქართველოს შეიარაღებული ჯარების სამსახურში. 1997 წელს მან მიიღო პოლკოვნიკის წოდება. ის გახლავთ ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის მფლობელი, ასევე მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2004, 2016), საბრძოლო დამსახურების მედალი, მედალი უმწიკვლო სამსახურისათვის III, II, I ხარისხები და ასევე ქ. გურჯაანის საპატიო მოქალაქის წოდება (11/10/2015წ) . 2017 წლიდან დღემდე თეიმურაზ ზავრაშვილი იკავებდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების უფროსის პოზიციას.







| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა
გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ
შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი  შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი.
10:32 / 15.07.2020
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული
ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი
ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს
პირველად საქართველოში, აზარტულ თამაშებზე და ნარკოდამოკიდებული ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის უფასო კონსულტაციის სერვისი ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს
17:39 / 14.07.2020
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების
მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი
ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების
გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში
ჩართული ძრავით იდგნენ.
გურჯაანში, ახტალისა და ჭანტურიას (ყოფილი ზუგდიდის) ქუჩების მოსახლეობამ გუშინ speqtri.ge-ს დახმარებისთვის მიმართა. ისინი ითხოვდნენ ატმითა და ვაშლატამით დატვირთული სატვირთო მანქანების გაყვანას, რომელიც დიდების მემორიალის წინ 24 საათის განმავლობაში ჩართული ძრავით იდგნენ.
13:46 / 14.07.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ივნისში მარკირებას
დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის
გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.
13:41 / 14.07.2020
სხვა ამბები
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4817
USD
USD
1
3.0633
GBP
GBP
1
3.8349
TRY
TRY
1
0.4461
RUB
RUB
100
4.3094
ამინდი
გურჯაანი 20 / 33 °C
img
საგარეჯო 19 / 30 °C
img
დ.წყარო 18 / 27 °C
img
სიღნაღი 21 / 33 °C
img
ლაგოდეხი 19 / 29 °C
img
ყვარელი 20 / 33 °C
img
თელავი 19 / 31 °C
img
ახმეტა 19 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.