საზოგადოება
ვის გადაეცემა საახალწო საჩუქრები გურჯაანში
საახალწლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 450 ოჯახს სასაჩუქრე პაკეტს გადასცემს.

კერძოდ, ას წელს გადაცილებული მოხუცები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები,დაახლოებით 50 ლარის ღირებულების ნობათს მიიღებენ.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან წინწალაშვილი ამბობს, ანალოგიური საჩუქარი გადაეცემა ააიპ „თანადგომის“ 200 ბენეფიციარს.
„პაკეტს, რომელშიც იქნება: ქათამი, ზეთი, შოკოლადი, ხილი, შედედებული რძე და კარაქი, უალკოჰოლო სასმელები, პურფუნთუშეული და კვერცხი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მიიღებენ. ამჟამად მიმდინარეობს პროცედურები და დაახლოებით 25 დეკემბრის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ოჯახში მივალთ და მივუტანთ საახალწლო საჩუქარს. “

მისივე თქმით, წელს მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო საჩუქრებისთვის 30 000 ლარს დახარჯავს.

| Print |
FaceBook Twitter Google