საზოგადოება
ვინ არის 20 წარჩინებული სტუდენტი გურჯაანში, რომელსაც მერია დააჯილდოებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე შეარჩია 20 წარჩინებული სტუდენტი, რომელიც ერთჯერადად 500 ლარით დაჯილდოვდება.


საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის თქმით, საკრებულოში სულ 43 განცხადება შევიდა.
„კომისიამ დაასრულა მუშაობა და გამოავლინა 20 წარმატებული მაღალქულიანი სტუდენტი. ყველაზე მაღალი შეფასების სტუდენტი იყო 220 ქულიანი, მეოცე ბავშვის ქულა კი იყო 193. მათი დაჯილდოება სავარაუდოდ საახალწლო ღონისძიებაზე მოხდება. რაც შეეხება თანხებს, ის ახალ წლამდე ჩაერიცხებათ. “

წარჩინებული სტუდენტების სია ასე გამოიყურება:

მარიამ ბაწელაშვილი - სოფელი ჩუმლაყი 
ანი ჭყოიძე - სოფელი ჩუმლაყი 
გვანცა კვანტალაძე - სოფელი შაშიანი 
ქეთევან ბეზარაშვილი - ქალაქი გურჯაანი
ნაზი მწარიაშვილი - სოფელი ჩუმლაყი 
ნათია სამადაშვილი - სოფელი ბაკურციხე 
ნინო ხაზიური - სოფელი ახაშენი 
ლადი სამადაშვილი - სოფელი ბაკურციხე
ნინო უტიაშვილი - ქალაქი გურჯაანი
სერგი ამირაშვილი - სოფელი ველისციხე 
მიხეილ გურაშვილი - ქალაქი გურჯაანში
ლალი ოქროშიძე - ქალაქი გურჯაანი
თინათინ ჩულაშვილი - სოფელი კარდენახი 
გიორგი ვარდოსანიძე - სოფელი ვაჩნაძიანი 
ლიკა ოსაძე - ქალაქი გურჯაანი
გვანცა ჯაჭვაძე - სოფელი ვაზისუბანი 
ქეთი წიკლაური - სოფელი შაშიანი
მანანა ოთარაშვილი - ქალაქი გურჯაანი
გურამ ტორიაშვილი - სოფელი  ბაკურციხე 
სოფიკო ბანანაშვილი - სოფელი კარდენახი 



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / სტუდენტი /