საზოგადოება
გურჯაანში საცურაო აუზი დაიკეტა
დღეიდან გურჯაანის სპორტკომპლექსში საცურაო აუზი დაიკეტა და თებერვლის ბოლოს განაგრძობს ფუნქციონირებას.
სპორტული გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის, გია ენუქიძის განმარტებით, მიზეზი გაწმენდითი სამუშაოებია.
„აუზში წყალი წელიწადში ერთხელ იცვლება. მას სჭირდება სპეციალური ნივთიერებებით დამუშავება, რომ შემდეგ ერთი წელი წყლის შეუცვლელად იმუშავოს. თებერვლის ბოლოს ყველა ჯგუფი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამჟამად 40-მდე ბავშვი გვყავს, 25 - სპოტულ, ხოლო 15 - სამოყვარულო ჯგუფში.“

რაც შეეხება აბონემენტის ფასს, გია ენუქიძემ განმარტა, რომ თანხა ახალი სეზონზეც უცვლელი იქნება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აუზი / გურჯაანი /