საზოგადოება
გურჯაანში 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
დღეს საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს,რომელსაც დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საკრებულოს დეპუტატის გივი რამაზაშვილის განმარტებით, ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზეა მორგებული.
„სანამ დამტკიცდებოდა ყველა პუნქტი განვიხილეთ. შარშანდელთან შედარებით უკეთესია რადგან მორგებულია სოციალურ საკითხებზე. მე როგორც კაჭრეთის მაჟორიტარი დეპუტატი კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ იანვრიდან კაჭრეთის ზონის ბენეფიციარებისათვის სათნოების სახლი კეთდება, რისთვისაც ასი ათასი ლარია გამოყოფილი. ამდენივე თანხა განსაზღვრულია კაჭრეთის ზონაში განსათავსებელი ნაგვის ურნებისთვის, რომელიც აქამდის არ ყოფილა. “

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, ბიუჯეტი 15 მილიონ 810 ათასი  ლარით განისაზღვრა.
„ძირითადი პრიორიტეტები ისევ სკოლამდელი აღზრდა, სოციალური, დასუფთავება და ინფრასტრუქტურა. წელს ფორმირდა ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურას ცალკე კოდით გამოეყო დასუფთავება. ინფრასტრუქტურა დაფინანსდა 4 მილიონამდე , დასუფთავება 1900 ათასამდე, ბაღების სუბსიდია გაიზარდა 2 800 ათასით, ხოლო სოციალური 150 ათასით.“



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბიუჯეტი / მერია /