საზოგადოება
ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობის აღება შესაძლებელია
26 დეკემბრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, მოქალაქეს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა, რომელსაც „ჩიპი“ არ ექნება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა. რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტების ნაწილს, სასამართლომ მათ არსებით განხილვაზე უარი თქვა.

მოსარჩელეები არიან ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას. მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პირადობა /