საზოგადოება
დასუფთავების სამსახურს ტექნიკა და ურნები გადაეცა
გურჯაანის დასუფთავების სამსახურს 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება და ნაგვის ურნები გადაეცა. საკითხი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. 

მერიის ქონების მართვისა და მეტერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის, ზაზა გაბიტაშვილის თქმით, ურნები სოფლებში და ქალაქ გურჯაანში განთავსდება.
„ახლად დაფუძნებულ გურჯაანის დასუფთავების სამსახურს, ერთი წლის ვადით უზურფუქტის წესით მუნიციპალიტეტის მერიამ მთელი რიგი მოძრავი ქონება გადასცა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალება ათი ერთეული და სხვადასხვა ტიპის ურნები. ეს არის 10 ნაგავმზიდი, 246 ლითონის სპეც. ურნა და 238 პლასტმასის ურნა.“

საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
| Print |
FaceBook Twitter Google