საზოგადოება
გურჯაანში ტრადიციული ალილო გაიმართა
დღეს შობის მახარობლებმა გურჯაანის  სამების ტაძრის მოძღვრებთან, მგალობლებთან და მრევლთან ერთად, ქალაქის ქუჩები გალობით შემოიარეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს.

„დღეს არის უდიდესი დღესასწაული შობა მაცხოვრისა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესი. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ქრისტეშობის მადლით ინებოს უფალმა და თითოეული ადამიანის გულში ყოფილიყოს მშვიდობა , სიხარული და სიყვარული. უკვე დიდი ხანია გურჯაანი ველისციხის ექპარქიაშიც აღინიშნება ალილოს მსვლელობა, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, ვახაროთ ჩვენს მოსახლეობას მოსახლეობას მაცხოვრის შობა. რომელიც თავისუფლებისა და კაცთმოყვარებისთვის იშვა.“-აღნიშნა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ვაჟა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, მოგროვილი შესაწირი შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალილო / შობა /