საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  8 იანვარს დღის ბოლოდან 11 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მაღალმთაში თოვლი.

უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.  თბილისში 8 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. 9-10 იანვარს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
| Print |
FaceBook Twitter Google