საზოგადოება
საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით.

უწყების ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ხვალ შედარებით გამოიდარებს. მცირე ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონში დაფიქსირდება.

12 იანვარს, დღის ბოლოდან და 13 იანვარს კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google