საზოგადოება
გურჯაანში გრიპის 170 შემთხვევა დაფიქსირდა
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, გასულ კვირას გრიპის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს 170-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ჰოსპიტალური დახმარება 14 მათგანს დასჭირდა.

ექიმი ეპიდემიოლოგის, ლალი ბაცანაძის განმარტებით, ამ დროისთვის მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
„სამედიცინო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია გითხრათ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ექვსი რიცხვის მდგომარეობით, არ არის მომატებული გრიპის ვირუსით გამოწვეული ინფექციები. დაფიქსირდა მწვავე რესპირატორული დაავადებების 170 შემთხვევა, რომელიც ზამთრის სეზონისთვის ნორმალურია. აქედან ჰოსპიტალური დახმარება 14 პაციენტს დასჭირდა. წელს გარემოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ ჩვენს რაიონში ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული არც ერთი შემთხვევა.“

ექიმი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას ურჩევს, რომ მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ოჯახის ექიმს. „ასეთი პაციენტი უნდა იყოს იზოლირებული, არ არის მიზანშეწონილი, თავშეყრის ადგილებში ყოფნა. ოთახი, სადაც ის იმყოფება ხშირად უნდა განიავდეს და დალაგდეს სველი წესით. რაც შეეხება ვაქცინას, რომელიც განსაზღვრული იყო რისკ ჯგუფებზე, მაქსიმალურად გაიხარჯა.“

მისივე თქმით, პიკს იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ელოდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გრიპი / გურჯაანი /