საზოგადოება
იანვრის ბოლოდან სათამაშოებზე ზედამხედველობის პროცესი დაიწყება
ეკონომიკის სამინსიტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ძალაში შევა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმად, ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლები პროდუქციის თანდართულ დოკუმენტაციასა და მის ხარისხს შეამოწმებენ.

უწყების ინფორმაციით, თუკი გაჩნდება ეჭვი პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში საშეღავათო პერიოდი იქნება და სანქციები არ იმოქმედებს. კომპანიებს მხოლოდ დარღვევების გამოსწორების რეკომენდაციები მიეცემა, რომელთა შესრულებასაც ზედამხედველი ორგანო გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმებს.
ზედამხედველობის სააგენტო პროდუქციას გააკონტროლებს იმპორტის და ბაზარზე განთავსების პროცესშიც. პროდუქციის ბაზრიდან ამოღებისა და განადგურების გარდა, დარღვევებზე ფულადი სანქციებიც დაწესდება, თუმცა ეს ზომა 2021 წლიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ფულად სანქციებს, ის გამოსასწორებელი ღონისძიებების არ დააკმაყოფილების შემთხვევაში ამოქმედდება. შეუსაბამობის დარღვევა განისაზღვრება სააგენტოს მიერ, გადაეგზავნება სასამართლოს, რომელიც დაადგენს კონკრეტულ სანქციას თითოეული ეკონომიკური ოპერატორისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google