საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 15 ვაკანტური ადგილია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, ხატია ზაკალაშვილის განმარტებით, განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა 24 იანვარია.

„14 იანვარს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადდა კონკურსი 15 ვაკანსიაზე. მათ შორის სამი დახურული კონკურსი -სამსახურის უფროსის პოზიციაზე. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება: განცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. თუ არ გასაჩივრდა და რამე დამატებითი ეტაპები არ დასჭირდა, ყველაფერი თვენახევარში დასრულდება. მერს აქვს უფლება კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატები დანიშნოს, არაუგვიანეს 30 დღისა.“

ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილების უფროსი სპეციალისტის - საგარეო ურთიერთობებისა და ტურიზმის საკითხებში -თანამდებობრივი სარგო 850 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის სივრცითი მოწყობის, მშენებლობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში-თანამდებობრივი სარგო 850 ლარი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 850 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი - იურიდიულ საკითხებში -თანამდებობრივი სარგო 850 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი -თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი - მშენებლობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 850 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 850 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი - სოფელ ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი სოფელ ნანიანის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის - სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი - სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის - სოფელ კოლაგის ადმინისტრაციულ ერთეულთან ურთიერთობის საკითხებში- თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ველისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში- თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმოამდგენელი ქ. გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში- თანამდებობრივი სარგო 1200 ლარი

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - თანამდებობრივი სარგო 1500 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის უფროსი- 1500 ლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი- თანამდებობრივი სარგო 1500 ლარი

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაკანსია / მერია /