საზოგადოება
საქართველოს ჩემპიონატი გურჯაანში განახლებულ სტადიონზე ჩატარდება
გურჯაანის სპორტკომპლექსში ცენტრალური სტადიონის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გელა დალაქიშვილის განმარტებით, ძირითადი და სათადარიგო სტადიონები, მოახლოებულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.


„გაერთიანების მასშტაბით გვქონდა ჰიგიენურ -სანიტარული კვირეული. მოხდა აუზის ანტისეპტიკურად დამუშავება, დასუფთავდა დარბაზები. გარეთ აღდგა საფეხბურთო სათადარიგო მინდორი, შეიღება კარებები, ჩამოიკიდა ბადეები. მოწესრიგდა ცენტრალური სტადიონი, გაზონზე დავყარეთ ქიმიური საშუალებები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა გაკაფეს ტერიტორიაზე ბარდი. ჯანსაღდება სტადიონის მინდვრის საფარი, დავაყარეთ ნიტროამოფოსი. ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ძალებით, თანამშრომლების დახმარებით. ერთადერთი შხამქიმიკატებია, რომელსაც ხელშეკრულებით ვიღებთ.“

მისივე თქმით, ტრიბუნებზე კაპიტალურად შეკეთდება და კეთილმოეწყობა დასაჯდომი სკამები. განსაზღვრულია სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟისა და პრესცენტრის ოფისის მოწყობა. როგორც გელა დალაქიშვილი განმარტავს, ორგანიზაციას გააჩნია ამოსაცვლელი ინვენტარის მარაგი, ამიტომ აღნიშნული სამუშაოებისთვის დამატებით თანხები არ გაიხარჯება.


| Print |
FaceBook Twitter Google