საზოგადოება
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები ხვალ დასრულდება
გურჯაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან შეხვედრები დასასრულს უახლოვდება.

მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განმარტებით, ძირითადი პრიორიტეტები უკვე გამოიკვეთა.
„ერთი კვირაა, რაც შეხვედრები დავიწყეთ. მივდივართ მოსახლეობასთან და ვეუბნებით, რომ მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისედაც ბევრ პროექტს ვახორციელებთ. მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით მეექვსე ადგილზეა ათვისებული და შესრულებული სამუშაოების მიხედვით. არის სოფლები, სადაც ერთი პრიორიტეტია და არის კიდევ სადაც ბევრია გამოკვეთილი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყველა სოფელზე სხვადასხვა თანხაა გამოყოფილი. მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული. ძირითად პრიორიტეტებად დასახელდა გარე განათება და სკვერების მოწყობა. თითქმის დასასრულისკენ წავედით, სულ რამდენიმე სოფელიღა დაგვრჩა, დღეს და ხვალ იქაც მივალთ. “

მისივე თქმით, შემგომი ეტაპი პროექტირება და სამუშაოების დატენდერება იქნება. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის 520 ათასი ლარია გამოყოფილი.

| Print |
FaceBook Twitter Google