საზოგადოება
სათამაშოების უსაფრთხოების რეგლამენტი დამტკიცდა
წესი იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების კონტროლის მექანიზმების განხორციელებას გულისხმობს.

ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება პროდუქტებზე (შემდგომში – „სათამაშო“), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა.დადგინდა სათამაშოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებიც.

განისაზღვრა, რომ ბაზარზე ზედამხეველობის სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს, ამა თუ იმ ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების სააგენტოსთვის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოებმა 2021 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყონ ერთიანი ნორმატიული აქტის – რეგლამენტით დადგენილი პროდუქტის იმპორტის წინასწარი შეტყობინების ფორმისა და მისი შევსების(დადასტურების) წესის დამტკიცება.


| Print |
FaceBook Twitter Google