საზოგადოება
ევროპული სტანდარტების მანქანა კახეთში მხოლოდ სიღნაღის სახანძროს გადაეცა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და მისმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანა გადასცეს. ამ ეტაპზე კახეთში ახალი მანქანა მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ექნება.

„ახალი ივეკო-მაგირუსი გადავეცით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურს. ასევე იგეგმება თბილისში, 3 ფორდ კარგოს ამოღება, განახლება და კახეთისთვის გადაცემა. გადაწყდება, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება ეს მანქანები.“ - განუცხადეს speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ევროპული სტანდარტის სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5-ტონიანი წყლის ავზი და 300-ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანაში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზირებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.



ფოტო: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |
FaceBook Twitter Google