საზოგადოება
როდის აღდგება მემორიალზე ელექტროგაყვანილობის ბოძი
გურჯაანში დიდების მემორიალზე უკვე ერთი კვირაა ქარმა ბოძი მოგლიჯა და სადენები ამ დრომდე მუზეუმის თავზე ყრია.

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, სალომე ბოგვერაძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიას უკვე მიმართეს.
„დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ეს ამბავი მოხდა. პირველად ენერგო-პროს დავუკავშირდით. გვითხრეს, რომ საკითხი მათ არ ეხებათ, რადგან მუზეუმის ტერიტორიაზეა და ბოძი გარე განათების არ არის. ამის შემდეგ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, მუნიციპალიტეტს მივმართეთ. როგორც იცით, საკმაოდ შრომატევადი საქმეა, საჭიროა ახალი ბოძი და გაყვანილობა. დაწყებულია გარკვეული სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად. მუზეუმში ამ დროისთვის შუქი არ გვაქვს, თუმცა არვიცი სადენებში გადის თუ არა ელექტროენერგია და რამდენად უსაფრთხოა. “

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, სამუზეუმო გაერთიანებამ წერილით მათ გუშინ საღამოს მიმართა და ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

| Print |
FaceBook Twitter Google