საზოგადოება
დღეს თამარობა აღინიშნება
31 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს. დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 31 იანვარს, თამარის მიცვალების და 14 მაისს მისი ხსენების დღე.

თამარ მეფე ქართული ეკლესიის მიერ წმიდანად არის შერაცხული. მისი ტიტულია: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი"

იგი მამამ, გიორგი III-ემ თანამოსაყდრედ 1179 წელს გამოაცხადა. 1184 წლიდან კი იგი საქართველოს მონარქი გახდა.  თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თამარ მეფე /