საზოგადოება
საქართველოში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

უწყების ინფორმაციით, ზოგგან მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
| Print |
FaceBook Twitter Google