საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება დაიწყო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები. ამიტომ სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას. ამ გზით შესაძლებელია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). როგორც უწყებაში განმარტავენ, შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.

„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასადა რეალიზაციას. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“ - აცხადებენ სააგენტოში.

თბილისის მასშტაბით უკვე შემოწმდა 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი.


ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

| Print |
FaceBook Twitter Google