საზოგადოება
,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილ თანამშრომლებს პროფკავშირების წარმომადგენლები შეხვდნენ
დედოფლისწყაროში ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს. შეხვედრაზე კუთვნილი დავალიანებიბის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

დედოფლისწყაროელებმა კონგრესმენების წერილების შინაარსი გააპროტესტეს, რომელიც ვითომდა კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი.
"ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს კი არ უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში მოღვაწეობას, არამედ პირიქით მაქსიმალურად ეხმარება , რაზეც კომპანიის საქართველოში 1997 წლიდან მათი საქმიანობაც მეტყველებს."- ამბობენ აქციის მონაწილეები. მოსახლეობის თქმით, სანამ დავალიანებები არ ჩაირიცხება კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების უფებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ "ფრონტერას" წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია "ფრონტერას " 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარია.
ყოფილმა თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

| Print |
FaceBook Twitter Google