საზოგადოება
ყოფილი პურკომბინატის ტერიტორიაზე სპორტული დარბაზი აშენდება
გურჯაანში, ცხრა აპრილის ქუჩაზე, ყოფილი პურკომბინატის ტერიტორიაზე, სპორტული დარბაზის აშენება იგეგმება.

მერის პირველი მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში იქ ულტრათანამედროვე დარბაზი აშენდება.
„ადგილი ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაშია. ჩვენი დეპუტატის ინიციატივაა, რომ ახალგაზრდებისთვის საწვრთნელი ბაზა გაკეთდეს. დავიწყეთ უკვე მზადება, რომ გამოცხადდეს ტენდერი და შევისყიდოთ პროექტი. შემდეგ მოიძებნება დაფინანსება. ეს იქნება ძვირადღირებული ულტრათანამედროვე დარბაზი საშხაპეებით და ყველა სხვა აღჭურვილობით.“


შეგახსენებთ, რომ ტერიტორია წლების განმავლობაში ეკალ-ბარდით იყო დაფარული და ადგილობრივები მის გსუფთავებას ითხოვდნენ, რადგან უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდეს წარმოადგენდა. რამდენიმე წლის წინ კი იქ ახალგაზრდებისთვის ტრენაჟორები დადგეს.

| Print |
FaceBook Twitter Google