საზოგადოება
გურჯაანის მერიაში სისხლის ბანკის აქცია გაიმართება
ხვალ გურჯაანის მერიის ქალთა ოთახში, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქცია გაიმართება.


დონორებს უფასოდ ჩაუტარდებათ გამოკვლევები: სისხლის ჯგუფის, რეზუს კუთვნილების, რეზუს ფენოტიპის, კელ ფაქტორის და ჰემოგლობინის შემადგენლობის განსაზღვრა. პირველად დონორებს, ასევე უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ: სისხლის საერთო ანალიზი, ათაშანგის სეროლოგიური გამოკვლევები, ჰეპატიტ B (HBsAg) ვირუსის მარკირებზე გამოკვლევა, ჰეპატიტ C (HCV) ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა, ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსისადმი ანტისხეულებზე გამოკვლევა (აივ-HIV).

ყველა დონორს უფასოდ და კონფედენციალურად (დალუქულ კონვერტში) ჩაბარებიდან ათი დღის განმავლობაში გადაეცემა სისხლის ანალიზის პასუხები. აქციის ყველა მონაწილეს შპს ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“ სახელით ასევე გადაეცემა მადლობის სიგელი.

აქცია დილის ათ საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

| Print |
FaceBook Twitter Google