საზოგადოება
ლელა თევდორაშვილი: ვეჯინის ბაღში არსებულ დარღვევებზე გაერთიანებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა
speqtri.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატის „უქმნის თუ არა საფრთხეს ვეჯინის ბაღის აღსაზრდელებს წყლის რეზერვუარი“ - გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მკითხველები აღნიშნავდნენ ვეჯინის ბაღში სხვა უფრო სერიოზული დარღვევებიც იყო, თუმცა ამაზე რეაგირებას არც ბაღების გაერთიანება და არც მერია ახორციელებს.

„საჯაროდ გაგვცეს პასუხი კითხვებზე ესმა სიმონიშვილმა: 1) რატომ ასრულებს მისი თანაშემწე იგივე მოვალეობას, როცა მას 1 იანვარს ბაღების გაერთიანებამ შეუწყვიტა ხელშეკრულება? 2)სად დაკარგა 3,975 კგ ხორცი? 3)რატომ აუყროლდა 3,020 კგ ხორცი? 4)რატომ ჰქონდა შენახული ხორცთან ერთად მოხარშული ხორცის ძვლები? 5)რატომ ჰქონდათ გამზადებული გასაცემად ვადაგასული მაწონი? 6)რატომ არ გასცეს ყველი და რატომ ქონდათ გადანახული, ანუ მეტი ყველი 1,320კგ. 7)რატომ წაიღო და მოხარშა 31 კგ ბანანისგან ჯემი? 8) აღარაფერს ვიტყვი რეზერვუარებზე. ფაქტი სახეზეა. ასევე გვიპასუხოს გურჯაანის მერმა და ბაღების გაერთიანებამ, რატომ არ გაათავისუფლეს ეს მენეჯერი ასეთ კატასტროფულ დარღვევებზე? და რატომ გამანთავისუფლეს მე?“ - წერს ფეისბუქის მომხმარებელი და ვეჯინის ბაღის ყოფილი მენეჯერი თამარ სიბაშვილი, რომელიც სამსახურიდან 2018 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი დარღვევების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„ვნახე თქვენი სტატია და მინდა გითხრათ, რომ წყლის ავზი სუფთაა. თუმცა ლაბორატორიულ შემოწმებას მაინც ვაკეთებინებთ ხარისხთან დაკავშირებით და რამდენიმე დღეში პასუხიც გვექნება. ერთია, რომ გეუბნებით წყალი სუფთაა და მეორეა რომ დოკუმენტებით დავამტკიცოთ. რაც შეეხება კომენტარში მოხსენიებულ ხორცთან დაკავშირებულ საკითხებს და სხვა ჩამონათვალს, სადაც კითხვის ნიშნები ისმება, გეტყვით, რომ ეს დეტალები პირველ რიგში, ბაღების გაერთიანებამ უნდა გაიაროს. თუ მსგავსი რამ დადასტურდება, აუცილებლად მომმართონ და მოითხოვონ აუდიტის სამსახურის ჩართვა. იმ შემთხვევაში თუ აუდიტი დაადგენს გადაცდომას და კანონის დარღვევას, დაიდება შესაბამისი დასკვნა და გვექნება რეაგირება. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრალდებები სიცრუეა.“

სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებამ მონიტორინგი უკვე ჩაატარა.
„სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღში 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა მონიტორინგი. დასკვნაში მართლაც არის ასახული გარკვეული სახის დარღვევები, თუნდაც იგივე ხორცთან დაკავშირებით, რასაც თამარ სიბაშვილი აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, მაშინ გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შორენა ფროდიაშვილმა, მყისიერად მოახდინა რეაგირება. ექთანი და მზარეული გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მენეჯერს მიეცა საყვედური. გარდა ამისა, არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შენიშვნა გამოუცხადეს ორ აღმზრდელს და მუსიკის მასწავლებელს. ასე რომ, ამ შემოწმებიდან გამომდინარე, გაერთიანებამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რაც ჩვენს მოვალეობაში შედიოდა.“

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ბაღი / ვეჯინი /
ამავე კატეგორიაში
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით,
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 618-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია, 79 360 ადამიანი.
16:34 / 26.02.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ 
საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ  საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
15:29 / 26.02.2020
მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილებაში - „მოთხოვნები სურსათთან
შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“.
დადგენილებას რამდენიმე პუნქტი დაემატა.
მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილებაში - „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“. დადგენილებას რამდენიმე პუნქტი დაემატა.
15:46 / 25.02.2020
დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის
წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი
არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო.
დღეს საქართველოს ოკუპაციის დღეა 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო.
13:50 / 25.02.2020
საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ფულადი ჯარიმები იზრდება
შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის
ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.
საქართველოში გარემოს დანაგვიანებისთვის ფულადი ჯარიმები იზრდება შესაბამისი ცვლილებები „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატები გოგა გულორდავა და სულხან მახათაძე არიან.
11:44 / 25.02.2020
სხვა ამბები
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია 2 244 აპლიკანტმა გაიარა.
15:58 / 26-02-2020
მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია . გამოცდები ცენტრალიზებულად (საგანმანათლებლო რესურსცენტრებში), ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
11:45 / 22-02-2020
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები უკვე განისაზღვრა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით პირველ ტაპზე 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.
11:25 / 22-02-2020
ახაშნის საჯარო სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი „ჩვენებურები“ კახეთის სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში ლაგოდეხის გუნდი 8:5 დაამარცხეს.
11:57 / 21-02-2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს.
13:26 / 20-02-2020
თბილისში გამართულ კიკბოქსინგის და კრივის რესპუბლიკურ ტურნირზე, სიღნაღელმა სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.
15:12 / 18-02-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0383
USD
USD
1
2.7928
GBP
GBP
1
3.6133
TRY
TRY
1
0.4535
RUB
RUB
100
4.2578
ამინდი
გურჯაანი 3 / 16 °C
img
საგარეჯო 2 / 14 °C
img
დ.წყარო 2 / 12 °C
img
სიღნაღი 2 / 16 °C
img
ლაგოდეხი 3 / 15 °C
img
ყვარელი 3 / 16 °C
img
თელავი 3 / 16 °C
img
ახმეტა 2 / 15 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.