საზოგადოება
მევენახეთა კონფერენცია კაჭრეთში 29 თებერვალს ჩატარდება
29 თებერვალს კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, მეღვინეთა კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია უკვე მეორედ იმართება და მისი მთავარი თემაა: „მევენახეობის თანამედროვე პროებლემები საქართველოში.“

დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ვაზის გაშენების თანამედროვე მეთოდებს, აგროდაზღვევის პროგრამას, ქვევრის ღვინის უპირატესობას მსოფლიო ბაზარზე. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ააიპი კულტურის ცენტრის დირექტორის, ვალერი შოშიაშვილის განმარტებით, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კონფერენციას უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება.

„მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გურჯაანი ხელმეორედ მასპინძლობს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიცაა მევენახეთა კონფერენცია. ღონისძიება ჩატარდება 29 თებერვალს, სასტუმრო ამბასადორში. შარსანდელისგან განსხვავებით, წელს გაიმართება ქვევრის გახსნის ცერემონიალი, ასევე თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და კვალიფიციური ადამიანებისგან მიიღოს ამომწურავი პასუხი. ვიმედოვნებთ, ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს, რადგან გურჯაანი არის მევენახეობისა და მეღვინეობის ქალაქი“

მისივე თქმით, კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია 25 თებერვლამდე უნდა გაიარონ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.


| Print |
FaceBook Twitter Google