საზოგადოება
ვეჯინის ბაღში წყლის სინჯი განმეორებით აიღეს
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში მუნიციპალური სერვისის წარმომადგენლებმა წყლის განმეორებითი სინჯები აიღეს.

როგორც ჩვენთან საუბარში სპეციალისტმა, მაია ჭილაურმა განაცხადა, ზოგადად ანალიზი გეგმიურად არ ტარდება და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში კეთდება.
„ავიღეთ სასმელი წყლის ორი ნიმუში: ერთი საბავშვო ბაღში შემომავალი ხაზიდან და მეორე ბაღის მოპირდაპირედ მცხოვრები მოქალაქისგან. როდესაც უამინდობის გამო ბაღში ონკანი იყინება, დასალევი წყლით სწორედ ამ ოჯახიდან სარგებლობენ. ნიმუშები ქიმიური და ბაქტეროლოგიური კვლევისთვის მიგვაქვს ლაბორტორიაში.“

მისივე თქმით, პასუხები დაახლოებით სამ დღეში გახდება ცნობილი. მუნიციპალური სერვისი გეგმავს როგორც ავზი, ისე შიდა ქსელი ქლორით დაამუშავოს და ამის შემდეგ წყლის კიდევ ერთი ანალიზი ჩაატაროს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავცელდა დაბინძურებული წყლის რეზერვუარის ფოტოები, რის შემდეგაც მუნიციპალიურმა სერვისმა წყლის სინჯები აიღო. ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგები ნორმაზე 12 ერთეულით მაღალი აღმოჩნდა.


| Print |
FaceBook Twitter Google