საზოგადოება
„გარიყულად არ გრძნობ თავს, ხვდები, რომ ვიღაცას სჭირდები“
ქუთაისში 2008 წლიდან "განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი" ფუნქციონირებს. ცენტრი სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად განსაკუთრებულ აქცენტს დასაქმებაზე აკეთებს. ორგანიზაციის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ დასაქმების და განვითარების მხრივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" პროექტებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და ის სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარების საჭიროებებზეა გათვლილი.

ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე განმარტავს, რომ სამიზნე ჯგუფებს კატეგორიებად ყოფენ და მათ საჭიროებების მიხედვით ეხმარებიან.

"თავდაპირველად სხვა პროექტის ფარგლებში ვიყავით, მისი დასრულების შემდეგ, დავისახეთ ამოცანა, გაგვეგრძელებინა მუშაობა, სწორედ იქედან გამომდინარე, რასაც ვსაქმიანობდით, შეიქმნა "ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" და ყველა მიმართულება მოვაქციეთ სახელწოდების ქვეშ.

დღესაც ჩვენი მისიაა, დასაქმებისა და განვითარების მხრივ არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მათ საპასუხოდ კონკრეტული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება. ვცდილობთ, დასაქმებას შევუწყოთ ხელი, მაგრამ გაძლიერების ნაწილში, კატეგორიებად ვყოფთ სამიზნე ჯგუფებს და მეტად ვეხმარებით მათ, ვისთვისაც შრომის ბაზარზე დასაქმება გართულებულია. ესენი არიან შშმ პირები, ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იყვნენ უმუშევრები, დიასახლისები, სოციალური ინტეგრაციის პრობლემების მქონე პირები, ამასთან, იძულებით გადაადგილებული და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ეთნიკური უმცირესობები. გარდა დასაქმების პრობლემებისა, აქტიურად ვუწევთ დახმარებას ახალგაზრდებს საკუთარი შემოსავლების გენერირების საქმიანობის დაწყებაში. გვაქვს ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრი, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები მოდიან, იღებენ მომსახურეობას არა მხოლოდ სწავლის, არამედ საკონსულტაციო მომსახურების სახით. ჩვენი სერვისებით გამოვირჩევით იმიტომ, რომ პირდაპირ თანხებს არავის ვაძლევთ, მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს უნდა მეწარმეობა, ფულის მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა წყაროებით, მაგრამ მთავარი, რაც ადამიანს ჭირდება ძირითად ინსტრუმენტად, არის ცოდნა. ცოდნის დროსაც ერთჯერადი ტრენინგით არ შემოვიფარგლებით, დიდ ყურადღებას ვაქცევთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოქმნილ სირთულეებთან დაკავშირებული ცოდნის მიღებას. ვეხმარებით, პროდუქციის დახვეწასა და განვითარებაში",-განაცხადა ლიკა კილაძემ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებში განსაკუთრებული ადგილი სოციალური მეწარმეობის განვითარების თემას ეხება.

"განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრიც" ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ მიზნით, ცენტრის ბალანსზე შეიქმნა სოციალური საწარმო "ფარშევანგი", სადაც დასაქმებული არიან შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ადამიანები. მათ ცენტრის დახმარებით საზოგადოებაში რეალიზება და ფინანსური სტაბილურობა შეძლეს.

"აქტიურად ვუწყობთ ხელს სოციალურ მეწარმეობის განვითარებას. ეს ახალი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში. დღეს მათი რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ მზარდია. სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენ მიგვაჩნია ერთ-ერთ ეფექტურ გზად ორი მთავარი პრობლემის მოსაგვარებლად, ესაა: ადამიანების ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა და კონკრეტული სოციალური მიზნის მოგვარება.

ქუთაისში შექმნილი გვაქვს სოციალური საწარმო "ფარშევანგი", რომელიც აწარმოებს მისალოც ბარათებს, ინკლუზიური განათლებისთვის აუცილებელ მასალებს და სუვენირებს. ეს საწარმო იმიტომ შეიქმნა, რომ შშმ პირებისთვის სამუშაო ადგილები შეგვექმნა. 11 ადამიანი მუშაობს, ოთხია შშმ პირი, 7 სოციალურად დაუცველი და შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფის წარმომადგენელი ქალები. სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია ქვეყანაში და სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთი ტიპის საწარმოების შექმნას, რადგან შეიქმნას სამუშაო ადგილები და მოქალაქეებმა რეალიზება მოახერხონ. შრომის ბაზარზე ბევრი სირთულეა, ერთ-ერთია დაუცველი სამუშაო გარემო და დაბალი ანაზღაურება, რის გამოც ხშირად ადამიანი უარს ამბობს სამუშაოზე და თანხმდება მაღალანაზღაურებად სამუშაოს საზღვარგარეთ",-განაცხადა ლიკა კილაძემ.

ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას შშმ პირების დასაქმებას აქცევს. მისი თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების მხრივ, თუმცა არასათანადო გარემო ხშირად დაბრკოლებად რჩება, ამიტომ აუცილებელიცაა დამსაქმებელმა იცოდეს, მის თანამშრომლებს რა საჭიროებები აქვთ.

"განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" ბენეფიციარი ნანა ფხაკაძე ერთ-ერთია, რომელიც ცენტრის მიერ შექმნილ სოციალურ საწარმოში მუშაობს. პროფესიით ბუღალტერმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო და ვერც საზოგადოებაში ინტეგრაციას ახდენდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" შემოთავაზებაზე დათანხმდა და საკუთარი შესაძლებლობების სხვა მხრივ განვითარება დაიწყო. ის მეხუთე წელია სოციალური საწარმოს თანამშრომელია.

"პროფესიით ბუღალტერი ვარ და წლები ამ პროფესიით ვიმუშავე. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე გავხდი და მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ჩემი შვილიც დაბადებიდან ამ სტატუსითაა და ის "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის" ბენეფიციარია, ვიცოდი ამ ცენტრის შესახებ და მეც მათი ბენეფიციარი გავხდი. რადგანაც გარეთ მუშაობა არ შემეძლო, შემომთავაზეს ჩემი შესაძლებლობა გამომეყენებინა და "ფარშევანგში" დამეწყო მუშაობა. თუ სურვილი მექნებოდა, მესწავლა ქვილინგი. რა თქმა უნდა, დავიწყე სწავლა და 2016 წლიდან ვმუშაობ. გრანტი მივიღე ორჯერ, შევიძინე მასალები და ვთანამშრომლობ სოციალურ საწარმოსთან. ვქმნით ბარათებს, მოსაწვევებს, სუვენირებს, გულსაბნევებს და ჩვენი ნამუშევრებით სხვებს ვეხმარებით",-განაცხადა ნანა ფხაკაძემ. უხარია, რომ თავს გარიყულად არ გრძნობს და საკუთარი შემოსავალი გაუჩნდა.

"დამოუკიდებლადაც ვმუშაობ. გამოფენა-გაყიდვებში ვმონაწილეობ. საახალწლოდ თბილისში, პარლამენტში გვქონდა გამოფენა-გაყიდვა. ვიღებ შეკვეთებს, მაქვს გვერდი, სადაც განთავსებულია ნამუშევრები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტყუილად არ ვარ, მგონი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. გარიყულად არ გრძნობ თავს. ხვდები, რომ ვიღაცას სჭირდები, შენი ნამუშევრები ვიღაცას მოსწონს, გიფასებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ წლების განმავლობაში სახლში მოუწევდა ყოფნა. გარდა იმისა, რომ შემოსავალიც არის, გაქვს ადამიანებთან ურთიერთობაა",-განაცხადა ნანა ფხაკაძემ.



(ნანა ფხაკაძე, საწარმო "ფარშევანგის" თანამშრომელი)

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" დასაქმდა 53 წლის ირინა მეტრეველი. ის შეზღუდული შესაძლებლობის პირია, პარალიზებული აქვს მარცხენა ხელი და ფეხი, მიუხედავად ამისა, ის დასუფთავების სამსახურში მუშობს. როგორ ჩვენთან საუბარში ამბობს, დასაქმების იმედი დაკარგული ქონდა, რადგან შშმ პირების დასაქმებაზე ყველა კომპანია უარს ამბობდა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა, ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. სოციალური დახმარება მომიხსნეს და შემოსავალი მჭირდებოდა. ცენტრი დამეხმარა, მათი შუამდგომლობით დასუფთავების სამსახურში დავსაქმდი. დამღლელი სამუშაოა, მაგრამ შეუძლებელი არ არის, რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მაქვს. ამ ასაკში შევძელი და საკუთარი შემოსავალი გავიჩინე. მნიშვნელოვანია, იყოს ორგანიზაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ შშმ პირებს დასაქმებაში. ჩვენ არ ვართ ტვირთი, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა, უბრალოდ ხელშეწყობა გვჭირდება. გვჭირდება, დავინახოთ, რომ ვიღაცისთვის საჭირო ვართ, რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ. მე ჩემს ქალაქს ვასუფთავებ, ვზრუნავ მასზე და ვიცი ამას აფასებენ",-აცხადებს ირინა მეტრეველი.



(ნანა ფხაკაძე სოციალურ საწარმოში)




("ფარშევანგის" თანამშრომლების ნამუშევრები)




(ირინა მეტრეველი, ააიპ "სპეციალური სერვისების თანამშრომელი)

(მთავარ ფოტოზე: ლია კილაძე, ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე)

ნატა კაპატაძე
სოციალური მედიისა და კომუნიკაციების მენეჯერი
+995 0431 25 13 30 92 79
995 592 27 92 79
www.csrdg.ge

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 28 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 32 °C
img
ლაგოდეხი 15 / 27 °C
img
ყვარელი 16 / 31 °C
img
თელავი 14 / 28 °C
img
ახმეტა 13 / 29 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.