საზოგადოება
Cinemagic-ს კონკურსში მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა პროექტი Cinemagic.

როგორც ჩვენთან საუბარში საბჭოს პრეზიდენტმა, თამარ ყალაბეგაშვილმა განაცხადა, მონაწილეობა ათმა გუნდმა მიიღო.
„ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ძველი ქართული და თანამედროვე ფილმების ცოდნაში. მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები მერვე და მეთორმეტე კლასის ჩათვლით. იყო სამკაციანი ჯგუფები და გაიმარჯვა მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა Phoenix. წელს პირველად ჩატარდა მსგავსი ღონისძიება და მომავალშიც აუცილებლად ვაპირებთ გამეორებას.“

მისივე თქმით, გამარჯვებული გუნდი კოლეჯ აისის მიერ დამზადებული სიმბოლური საჩუქრით და დიპლომებით დაჯილდოვდა.


| Print |
FaceBook Twitter Google