საზოგადოება
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა
კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.


| Print |
FaceBook Twitter Google