საზოგადოება
გურჯაანის მერია სტაჟიორების მიღებას იწყებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტაჟირებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებში. შეირჩევა 17 სტაჟიორი მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:


1. ადმინისტრაციული სამსახური - 2 სტაჟიორი;
2. შიდა აუდიტის სამსახური - 2 სტაჟიორი;
3. ეკონომიკის სამსახური - 2 სტაჟიორი;
4. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 2 სტაჟიორი;
5. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 2 სტაჟიორი;
6. იურიდიული სამსახური - 1 სტაჟიორი;
7. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური - 2 სტაჟიორი; თ. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური- 1 სტაჟიორი;
8. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - 1 სტაჟიორი.
9. ზედამხედველობის სამსახური - 2 სტაჟიორი;

მიიღება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ
მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის
დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;
გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა 2020 წლის 27 თებერვლამდე, მერიაში უნდა წარადგინოს: 
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
დ) რეზიუმე (CV);
ე) ორი ფოტოსურათი (3X4).


გასაუბრება ჩატარდება განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან ორი კვირის შემდეგ. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. ვადა შეადგენს ექვს თვეს. სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მერია / სტაჟიორი /