საზოგადოება
დედოფლისწყაროში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, პროექტი მუზეუმის ნაწილობრივ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ოთახები, ეზო და სველი წერტილები.
„დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი აღმოჩენაა და სწორედ იქ აღმოჩენილი ექსპონატებია დაცული მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. გარემონტდა ორი ოთახი, სადაც ახალი საგამოფენო სივრცე განთავსდება. გაკეთდა ფასადი და შემოიღობა. საკმაოდ ძველი შენობაა და ხელის შევლება სჭირდება.“

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,NPARD-2“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.



| Print |
FaceBook Twitter Google