საზოგადოება
სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილება დასუფთავების სამსახურს შეურთდა
ააიპი მუნიციპალური სერვისის დაქვემდებარებაში არსებული სასაფლაოების და სკვერების მოვლა-პატრონობის განყოფილება, დასუფთავების სამსახურს შეუერთდა.


გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, მუნიციპალურ სერვისს მხოლოდ სოფლის წყლები და გარე განათება დარჩა.
„სასაფლაოების და სკვერების მოვლა-პატრონობის განყოფილება, დასუფთავების სამსახურის დაქვემდებარებაში პირველი თებერვლიდან გადავიდა. მარტიდან აქვე შეიქმნება გამწვანების განყოფილება. დასუფთავების სერვისი მანამდე კურირებდა მხოლოდ სოფლის და ქალაქის ნარჩენების გატანა-დასუფთავებას.“

მისივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად მოხდება თუ არა კადრების შემცირება ან დამატება, ამას უკვე მიმდინარე პროცესი აჩვენებს.


| Print |
FaceBook Twitter Google