საზოგადოება
გურჯაანის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
დღეს საკრებულოს სხდომაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.

საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, 57 ათასი ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდა.
„2019 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი გამოუყენებელი ნაშთი, 57 ათასი ლარი, გადანაწილდა სხვადასხვა ორგანიზაციულ კოდებზე. ეს არის: ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია, გზები, სკვერები და სპორტული მოედნები, რადარები და საგზაო ნიშნები, ასევე წყლები და სანიაღვრე არხები. სამუსიკო სკოლების გაერთიანებას გამოეყო მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი და სამხატვრო სკოლა და მოხდა მათი სუბსიდიის დამტკიცება.“

საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

| Print |
FaceBook Twitter Google