საზოგადოება
ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი, ბექა ექსეულიძე და მოწვეული ექსპერტი თავდაცვის სამინისტროდან, ალექსანდრე კახიძე უძღვებოდნენ.
ბექა ექსეულიძის განმარტებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.
„ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია დღეს მიმდინარე პროცესებზე. ჩვენ ყოველ წელიწადს კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში როგორც სოფლებში, ასევე ქალაქებშიც შევდივართ. ფორმატი იყო ღია და ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.“

მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედები წლის ბოლოს დასრულდება. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





| Print |
FaceBook Twitter Google