გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში
მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
უწყების ინფორმაციიტ, 23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება,
მაღალმთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს,
24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ
ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე
გათბება.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე
წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები