საზოგადოება
წნორში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა აპრილში დასრულდება
წნორში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების სამ ჯგუფზე იქნება გათვლილი.
„მშენებლობა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს კოსმეტიკური რემონტი, ასევე ხდება კომუნიკაციების შეყვანა. მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და აპრილში დასრულდება. ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. “

მისივე თქმით, პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 341 367 ლარია გათვალისწინებული.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სასწრაფო / წნორი /